ჩვენი სერვისები
ონლაინ შესყიდვები ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებული ვებ გვერდები არაა მხოლოდ მაღაზიებია, რომლებიც სიდიდის, პოპულარობის ან კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული, არამედ ყოველ მათგანთან გვაქვს ხელშეკრულება, რომლითაც თქვენს მიერ ნაყიდი ყოველი ნივთი იგივე ხარისხისაა როგორიც ამერიკის ტერიტორიაზე იყიდება.
უსაფთხოება - მხოლოდ ჩვენს ვებ პორტალზე განთავსებული მაღაზიებში ნაყიდი ნივთები დაზღვეულია დაკარგვისაგან რა სახის კურიერით არ უნდა იყოს იგი გამოგზავნილი: USPS, UPS, DHL, FEDEX ან სხვა. თქვენი ტრანზაქციების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია Autorize.net-ის მიერ.
ტექნიკური დახმარება თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის, თქვენთვის სასურველ დროს, თუნდაც არა სამუშაო საათებში გაგიწევთ ღირებულ დახმარებას. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით, სკაიპით ან იმეილით. ჩვენი ოპერატორები თბილისის დროით დილის 10 -დან ღამის 3 საათამდე მოგემსახურებიან.
ამანათის ძებნა მხოლოდ ჩვენი ვებპორტალის ნებისმიერ მაღაზიაში ნივთის შეძენის მომენტიდან ჩვენ ვახორციელებთ ზედამხედველობას და თქვენც გაძლევთ საშუალებას თვალყური ადევნოთ ამანათის მოძრაობას მისი ტრანსპორტირების მთელ გზაზე.
საჰაერო გადაზიდვა - ამერიკიდან და კანადიდან ჯერჯერობით ხორციელდება კვირაში ერთჯერ ყოველ პარასკევს და საშუალოდ 5-7 დღე ესაწიროება საბაჟო პროცედურების ჩათვლით. ასევე ვღებულობთ შეკვეთებს კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის.
საზღვაო გადაზიდვა ხორციელდება კომპანიების MSC ან MAERSK საშუალებით. შესაძლებლობა გაქვთ ამერიკიდან სართველოში გამოგზავნოთ ნებისმიერი კომერციული ან საოჯახო მოხმარების ტვირთი: ავტომობილები, ავეჯი, აპარატურა, ნებისმიერი სახის დაზგა-დანადგარი და ხსვა
საკურიერო მომსახურება ჩვენი საკურიერო მომსახურების ტერიტორიაა ამერიკაში ე.წ. სამი შტარის არეა: ნიუიურკი, ნიუჯერსი და კონექტიკუტი; კანადაში ტორონტო და საქართველოში თბილისი, რუსთავი, გურჯაანი და ქუთაისი (დანარჩენ ქალაქბში ტვირთს ჩამოგითანთ DHL საქართველო).








