გთხოვთ დარეგისტრირდი

ამანათის ძებნა
თარჯიმანი
შეიყვანეთ სიტყვა ან ფრაზა

თარგმანი


 

შეთანხმების პირობები

 

შემსრულებელი: Gzavnili LLC შემდგომში კომპანია Gzavnili, მისამართი: 1914 Kings Highway, Brooklyn NY, 11229. ვებ-გვერდი: www.shoppoint.us, www.gzavnili.com ტელ: 1-718 676 0022

 

მომხმარებელი: ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს Gzavnili LLC გადაზიდვის სერვისით.

 

რეგისტრაცია არის უფასო და მომხმარაბელი რომელიც ამ საიტის მომსახურებას იყენებს ნიშნავს რომ, რომ მან გაეცნო შეთანხმების პირობებს და ეთანხმება მას. ყველა ინფორმაცია და პირობა რომელიც განთავსებულია www.shoppoint.us, მათ შორის ტექსტური მასალა ხშირად დასმულ კითხვების განყოფილებიდან და მომსახურების პირობების გვერდიდან ნამდვილია და წარმოადგენს მომსახურების პირობების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ შეთანხმებად აღნიშნული პირობების მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან, კომპანიის ვებ–გვერზე შესაბამისი „ვეთანხმები“ ღილაკის დაჭერით.  

 

Gzavnili LLC ვალდებულებას იღებს კლიენტთთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობების გვერდზე. კომპანია Gzavnili LLC უფლებას იტოვებს  შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები.

 

ღირებულება

  

ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა ხდება ამანათის რელური და მოცულობითი წონის შეფარდებით. თუ მოცულობითი წონა აჭარბებს რეალურს, ტრანსპორტირების ღირებულება ანუ გადასახდელი წონა დამოკიდებული იქნება მოცულობით წონაზე. მოცულობითი წონის გამოსაანგარიშებლად ამანათის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე გადამრავლდება და 6000-ზე გაიყოფა (სანტიმეტრი და კილოგრამი ერთეულისთვის). ამ  ფორმულით მიღებული ერთეული არის ამანათის მოცულობითი წონა. გადასახდელი წონის ფასი დაითვლება მოცულობითი წონის და რეალური წონის შედარებით და რომელი მათგანიც იქნება მეტი გამრავლდება  $8 აშშ დოლარზე..

 

წონის დამრგვალება  ხდბა მაშინ როცა ამანათის წონა 0.5კგ–მდეა, და ტრანსპორტირების ფასი შეადგენს 5 $.  0.5 კგ-ს შემდეგ ფასი გამოითვლება წონის გადამრავლებით 8$-ზე რელური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით. გადახდა ხორციელდება www.shoppoint.us ვებ–გვერდზე არსებული გადახდის მეთოდით.

 

ზომაში შემცირებ

  

Gzavnili იღებს ვალდებულებას ამანათი შეძლების და გვარად შეამციროს ზომაში ყუთის გადაჭრისა და მოკეცვის ხარჯზე. ასევე ვიღებთ ვალდებულებას რომ ორი ან მეტი ამანათის ერთ გზავნილად გამოსაგზავნად. წონის შემცირების მიზნით საქონელი რომელიც არ დაზიანდება სპეციალური ცელოფნით გამოგზავნოს, რომელზეც ჩვენი ლოგო იქნება მინიშნებული.

 

პროდუქტის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით არ იხსნება ფეხსაცმლის ქარხნული ყუთები. ასევე არ ხდება მსხვრევადი პროდუქციის და ელექტრო ტექნიკის ამანათების შემცირება უსაფრთხოების მიზნით.

 

საკურიერო მომსახურება

  

საკურიერო მომსახურება ჯერჯერობით მოქმედებს თბილისის მაშტაბით და მისი ღირებულება გათვალისწინებულია ფასში და ამსერვისით ისარგებლებენ ის მომხმარებლები რომლებიც თანხას ამანათის გამოგზავნამდე გადაიხდიან.

 

კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ მისამართზე და მხოლოდ ერთხელ. ამანათის მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის გამოგზავნამდე. ამისთვის მომხმარებელმა წერილობით უნდა მოგვმართოს www.shoppoint.us რეგისტრირებული თავისივე პროფილიდან. შეზღუდულია მისამართის შეცვლა და გადამისამართება ოფისში დარეკვით ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

 

კურიერი არ აიტანს ამანათს სართულებზე. მისამართზე მოსვლამდე კურიერი დარეკავს მომხმარებლის პროფილში დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე, რათა გადასცეს მომხმარებელს ამანათი. თუ დაკავშირება რამოდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მოხდა მომხმარებლის ან სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიზეზით, კურიერი წაიღებს ამანათს საწყობში, საიდანაც მომხმარებელი ვალდებულია თვითონ გაიტანოს ამანათი.

 

ამანათის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს მიმღების (პიროვნება, რომლის სახელი და გვარი აწერია უშუალოდ ამანათს) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. ქსეროასლი არ მიიღება. ამანათის გადაცემის დამოწმება ხდება მომხმარებლის მიერ პირადობის ან პასპორტის წარდგენით და ხელმოწერით ქაღალდის ბლანკზე.

 

ამანათის ოფისიდან გატანის სურვილის შემთხვევაში, საჭიროა მომხმარებელმა www.shoppoint.us ვებ-გვერდზე, ამანათის დამატების დროს, ინსტრუქციის გრაფაში ჩაწეროს რა ფორმით უნდა ამანათის მიღება. თუ თავად წაიღებს ოფისიდან მაშინ მონიშნოს "გავიტან ოფისიდან", და მონიშნოს რომელი ქალაქიდან. ამ შემთხვევაში მისამართის ჩაწერა არ არის საჭირო და ეს გრაფები საერთოდ გაქრება სისტემიდან.

 

ამანათის გადაცემა მესამე

  

ამანათის გადაცემა მესამე პირზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია წარადგინოს მიმღების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან პასპორტი და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.

 

გადაზიდვის განრიგი

 

ყოველი კვირის ხუთშაბათის ჩათვლით მიღებული ამანათები იგზავნება პარასკევს. ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობაა 7-დღეა. ტრანსპორტირების ღირებულების ინვოისი დაკრული იქნება ამანათზე და თუ საჭიროა გადმოგეგზავნებათ იმეილზე. ამანათების მიღებიდან პირველ და მეორე სამუშაო დღეს ხდება ამანათების ოფისიდან გატანა, მესამე და მეოთხე დღეს კი საკურიერო სერვისით დარიგება.

 

კომპანია Gzavnili აავიარეისების განრიგზე პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე (მაგ.: რთული მეტეოროლოგიური პირობები, ავია კომპანიის მიერ გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი და ა.შ.).

 

დაზღვევა

 

მხოლოდ ჩვენს ვებ გვერდზე www.shoppoint.us არსებული მაღაზიებიდან ნაიდი ყველა ნივთია დაზღვეული, მათ შორის  USPS -ით გამოგზავნილი. დაზღვევის ღირებულება შესულია ტარიფში. თუ მომხმარებელს სურვილი აქვს სხვა მაღაზიიდან შიძინოს რაიმე საქონელი ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ მხოლოდ ამანათის ჩვენს ოფისში მოსვლის შემდეგ.

 

საიუვილერო პროდუქციის დაზღვევის ღირებულება კომერციულ ინვოისში მითითებული თანხის 3.0%–ს შეადგენს.

 

დაზღვევა გულისხმობს ამანათის გარეგან დაზიანების ან დაკარგვისაგან დაცვას. სერვისში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე, შესაბამისად ამანათში არსებული მსხვრევადი პროდუქციის სადაზღვევო პრემიით ანაზღაურება არ ხდება (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის.

 

იმ შემთხვევაში, თუ ყუთი დაუზიანებელია, მაგრამ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა....), მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ ნივთი გადადის კომპანია Gzavnili - ის საკუთრებაში.

 

სადაზღვევო პრემია ლიმიტირებულია ამანათში არსებული პროდუქციის ღირებულებით.

 

განბაჟება

  

300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათი ექვემდებარება განბაჟებას. ამანათის ტრანსპორტირების ღირებულებაში არ შედის განბაჟების საფასური. ტვირთის განბაჟების პროცედურებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

სავალდებულოა პროდუქციის დასახელებისა და ინვოისის მოწოდება  ამანათის დამატებისას www.shoppoint.us  ვებ–გვერდზე. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

 

იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანია გზავნილს–ს, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია Gzavnili LLC უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

 

ტრანსპორტირებისთვის შეზღუდული პროდუქცი 

გაეცანით პროდუქციის ჩამონათვალს რომელთა ტრანსპორტირება აკრძალული ან შეზღუდულია, რომლის ტრანსპორტირებაც შეზღუდულია (უფრო ვრცლად იხილეთ www.mof.ge/1788). მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში კომპანია Gzavnili LLC არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.

 

იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას კომპანია GzavniliLLC  არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის გამომგზავნ მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე.

 

სხვა პირობები

www.shoppoint.us არ იღებს პასუხისმგებლობას ამერიკიდან საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და ამერიკულ მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე, ასევე რეგისტრაციისას მიღებულ ელექტრონულ წერილში.

 

უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.

 

მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, მინდობილობა) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

 

თუ კომპანიის მიერ ინვოისის გამოწერიდან 1 თვის შემდეგ არ მოხდა ინვოისით განსაზღვრული ტრანსპორტირების თანხის გადახდა, მომხმარებლის ამანათი და მისი შიგთავსი გადადის კომპანია Gzavnili LLC-ს საკუთრებაში, ხოლო აღნიშნული მომხმარებელი გაითიშება სისტემიდან მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.

 

მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. კომპანია Gzavnili LLC არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.