გთხოვთ დარეგისტრირდი

ამანათის ძებნა
თარჯიმანი
შეიყვანეთ სიტყვა ან ფრაზა

თარგმანი



რატომ არის თრექინგის ინფორმაციაში ნაკლები წონა ვიდე თქვენთან წერია?

გადამზიდავები როცა აგზავნიან ე.წ.Ground სერვისით, სახმელეთო გზით ანხორციელებენ გადაზიდვებს ხშირად თრექინგის მონაცემებიში რეალური წონას წერენ. საჰაერო გადაზიდვის დროს კი ამანათის მოცულობითი წონაც უნდა გაითვალისწინოთ. მოცულობითი წონის დასთვლელად დააჭირეთ ლინკს http://shoppoint.us/geo/informations/shipping.html






რა ჩავწერო Billing ან Shipping მისამართში?

ნივთის შეძენისას ონლაინ მაღაზიებში, მიუთითებთ სწორედ ამ მისამართს. მაგალითად:

FULL NAME: Gzavnili c/o SAXELI GVARI ADDRESS: 1914 Kings Highway, 2 FL
CITY: Brooklyn
STATE: NY (New York)
ZIP: 11229
USA
Tel: 7186760022
იგივე მონაცემები შეგიძლიათ მიუთითოთ ბილინგ მისამართშიც.






რა დრო ჭირდება ჩემი ამანათის ტრანსპორტირებას?
ამანათები ჯერჯერობით იგზავნება კვირაში ერთჯერ. ხუთშაბათს 3 საათამდე მოტანილი ამანათები გამოიგზავნება ხუთშაბათ საღამოს. ტრანსპორტირების შაშუალო ხანგრძლივობა 6-8 დღეა.




შეიძლება თუ არა ისეთი მაღაზიიდან გამოწერილი საქონლის გამოგზავნა რომელიც თქვენ ვებგვერდზე არ არის?
დიახ, რა თქმა უნდა! მაგრამ ასთეთ შემთხვევაში ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ამანათზე მხოლოდ მას შემდეგ როცა ჩვენს ოფისში მოიტანენ




როგორია ტრანსპორტირების ღირებულება და როგორ ითვლება ის?

•საჰაერო ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 8$-ს 1 კგ-ზე.
•საზღვაო ტრანსპორტირების ღირებულება არის 2$ 1 კგ-ზე. გამონაკლისია: თუ ...


1. თუ თქვენი ამანათი 0,5 კგ-ზე ნაკლებია მაშინ მისი წონა დამრგვალდება 0,5 კგ-მდე და უნდა გადაიხადოთ 4.5$.

2. თუ თქვენი ამანათის მოცულობითი წონა მეტია ფიზიკურ წონაზე. ამ შემთხვევაში თქვენ იხდით მოცულობითი წონის ნამრავლს 8$-ზე.

მოცულობითი წონის შესახებ ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ–გვერდი, ფასების განყოფილება.



მოცულობით წონა შემდეგნაირად გამოითვლება:

სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 6000 (სანტიმეტრი ერთეულისთვის)

სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 366 ("Inch" და "Pound" ერთეულისთვის)






აკეთებთ თუ არა ამანათების გადალაგდებას და შემცირდებას ზომაში?
დიახ,ამერიკაში მიღებული ამანათები გაიხსნება, სიცარიელის არსებობის შემთხვევაში მოხდება მათი მაქსიმალურად დაპატარავება - მუყაოს ქაღალდის გადაჭრა და გადაკეცვა. ასევე შესაძლებელია რამდენიმე ამანათის შეერთებაც თქვენი წერილობითი თხოვნის საფუძველზე.





შეიძლება წინასწარ გავიგო რა დაჯდება ამა თუ იმ ნივთის ჩამოტანა?
სამწუხაროდ ტრანსპორტირების ზუსტი ღირებულების დადგენა ფიზიკურად შეუძლებელია რადგან პროდუქციის ლინკი და ინტერნეტ გვერდი როგორც წესი არ იძლევა სრულ ინფორმაციას პროდუქციის ზომა–წონაზე, რაც აუცილებელია ღირებულების ზუსტი გამოთვლისთვის.

იმისათვის რომ დადგინდეს ტრანსპორტირების ზუსტი ღირებულება, საჭიროა გამოსაგზავნი ამანათის წონა და მოცულობა ვიცოდეთ,ამას კი მის მოტანამდე ვერ გავიგებთ.





შემიძლია ვნახო რა ამანათები მოვიდა ჩემს სახელზე?
დიახ, შეიძლება. რეოდესაც ამანათი შემოვა თქვენს მისამართზე ამერიკაში, მიიღებთ შეტყობინებას ელ-ფოსტის სახით, ასევე მიიღებთ შეტყობინებას ამანათის ტრანსპორტირების რა ეტაპზეა თქვენი ნივთი (გამოფრინდა,საბაჟოზეა თუ ჩვენს ოფისშია) ყველა ეს ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თქვენს პროფილში რეგისტრაციის და ამანათის დამატების შემდეგ.




როგორ მუშაობს ამანათების მართვის პანელი?

ჩვენი სისტემა ძალზედ მარტივი და მოსახერხებელია. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეხვიდეთ ამანათების მართვის პანელში, ნახოთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენი ამანათების სესახებ. დაამატოთ თრექინგ ნომრები იმ ამანათების რომელსაც ელოდებით მაღაზიებიდან. თრექინგ კოდების დამატების პროცედურა სავალდებულოა თქვენივე ინტერესიდან გამომდინარე.

ამ პროცესის უკეთ აღსაქმელად გთხოვთ ნახეთ ვიდეო რგოლი






როგორ გავიგებ რომ ამერიკაში მივიღე ამანათი?
ამერიკაში თქვენს მისამართზე ამანათის მიღებისას თქვენ გამოგეგზავნებათ წერილი ელ–ფოსტაზე. შეტყობინებები მოდის ამანათის ტრანსპორტირების ეტაპებზეც საქართველომდე, ასევე კურიერის მიერ ამანათის გატანის და მიტანის ეტაპზეც.





თქვენს მიერ გამოგზავნილი ამანათები დაზღვეულია?
ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებული მარაზიებიდან ნაყიდი ამანათ(ებ)ი ავტომატურად დაზღვეულია. დაზღვევა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ ვთქვათ ამაზონზე ან სხვა მაღაზიაში არ შეხვალთ და იყიდით ჩვენი ვებ გვერდიდან. სხვა ვებ გვერდებიდან ნაყიდ ნივთებზე პასუხისმგებლობას ვიღებთ მხოლოდ მათი მოსვლის და ჩვენი წარმომადგენლის მიერ ხელის მოწერის შემდეგ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამანათს თან უნდა ახლდეს მაღაზიის მიერ გამოგზავნილი ორიგინალი ინვოისი. ამისთვის ნივთის შეძენის დროს მაღაზიას მიწერეთ რომ ნივთთან ერთად გამოგიგზავნოთ ინვოისიც.




თუ ჩემი ამანათი არ მოვიდა თქვენს მისამართზე, როგორ მოვიქცე? ვინ არის პასუხისმგებელი?
გაითვალისწინეთ!!! ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მხოლოდ ჩვენს ვებ გვერდზე არსებული მაღაზიებიდან ნაყიდ ნივთებზე და თანაც მაშინ თუ მისამართი სწორადაა მიცემული! ამ შემთხვევაში ჩვენ დაგეხმარებით ნივთის მოძიებაში და დაკარგვის შემთხვევაში ჩვენ აგინაზღაურებთ ზარალს. იმისათვის რომ მშვიდად იყოთ მხოლოდ საჭიროა ჩვენს ვებგვერდზე იშოპინგოთ და ტრაკინგ ნომერი და ინვოისი შეძენიდან მაქსიმუმ მერე ან მესამე დღეს გამოგვიგზავნოთ.





რატომ უნდა გენდოთ, რა მაძლევს იმის გარანტიას რომ ამანათს მივიღებ?
Gzavnili LLC არის რეგისტრირებული და ლიცენზირებული ნიუიორკის შტატში როგორც სწრაფი ფულადი გზავნილის და ტვირთის გადამზიდავი კომპანია. ჩვენ ვახორციელებთ თანხების გადარიცხვას მსოფლიოს 143 ქვეყანაში. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ათასობით დოლარს აგზავნის ჩვენის Gzavnili-ის საშუალებით და არც ერთი მომხმარებელი არ გვყავს რომელიც ჩვენი მომსახურებით უკმაყოფილოა. ყვალაფერს გავაკეთებთ რომ თქვენც მათ რიგში იყოთ.




რა ღირებულების ამანათის შემოტანა ექვემდებარება განბაჟებას?
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვილების შემდეგ, 300 ლარზე მეტი ღირებულების ან 30კგ-ზე მეტი წონის ამანათის მიღება ექვემდებარება განბაჟებას.




რომელი ქვეყნებიდან შეიძლება გამოვგზავნო ამანათი?
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი მისამართი ტვირთების გამოსაგზავნად ნებისმიერი ქვეყანიდან. ჩვენ მივიღებთ დავამუშავებთ და გადმოგიგზავნით საქართველოში. მაგრამ სხვა საიტებიდან და ქვეყნებიდან გამოგზავნილ ამანათებზე პასუხისმგებლები ვიქნებით ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ რაც ის მოვა ჩვენს მისამართზე.





რა სახის პროდუქციის გამოგზავნაა აკრძალული?

ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (მაგ. სანთებელა, საახალწლო მაშხალა და

ა.შ.)

ცეცხლსასროლი იარაღები, ნაწილები ან იარაღის აქსესუარები (თუნდაც ოპტიკური სამიზნე)

საბურავები
საღებავი, ალკოჰოლური სასმელები და სხვა ადვილად აქროლადი და აალებადი პროდუქცია.
საკვები პროდუქცია – ნებისმიერი ფორმით და შეფუთვით(თუნდაც ჩაი ან ყავა).
პორნოგრაფიული ლიტერატურა, ჟურნალები და სექსთან ასოცირებული სხვა სახის პროდუქცია.
ცხოველები, მცენარეები, თევზები, ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.
ტოქსიკური ნივთიერებები
ცეცხლსასროლი იარაღები, ნაწილები ან იარაღის აქსესუარები (თუნდაც ოპტიკური სამიზნე)
თუთუნი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი
ე.წ. 'აზბესტი'–ს შემცველობის პროდუქცია
ცხოველების ფიტულები, ძვლები, ბეწვი, სპილოს ძვალი და ა.შ.
რეალური ფული - მონეტები ან ბანკნოტები ნებისმიერი ქვეყნის
ჟურნალები და კატალოგები






ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ თქვენი სერვისით?
დიახ, შეუძლიათ. ორგანიზაციებს და კერძო პირებს რომელთაც დიდი წონის ტვირთი აქვთ ვთავაზობთ სპეციალურ ფასებს. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ამერიკის ოფისში




ჩემი ამანათები შემოწმდება და გაიხსნება თქვენს მიერ ?
დიახ, იმისათვის რათა ამანათს თან დავურთოთ ინვოისი, საჭიროა ყუთიდან ე.წ. ორდერის/შეკვეთის ფურცლის ამოღება. ამანათის ინსპექტირება სავალდებულოა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და ამანათის მოცულობის შესამცირებლადაც






თუ სახლში არ ვარ, კურიერი როგორ დამიტოვებს ამანათს?

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენი წესების თანახმად, ამანათი უნდა გადაეცეს მხოლოდ მიმღებს, პირადობის მოწმობის ან მანქანის მართვის მოწმობის წარდგენის შემდეგ. კურიერი არ დატოვებს თქვენს ამანათს მეზობელთან ან კარებთან, ამიტომ შეგიძლიათ თქვენი სამსახურის მისამართი მიუთითოთ